დავით მათიკაშვილი: ჩვენი ბრძენი საზოგადოება მხოლოდ და მხოლოდ ერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს არის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა

„არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს”, – განაცხადა „იმედი LIVE“-ში იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.

„ჩვენ გვექნება ჩვენი საზოგადოების მაღალი ნდობა. ამაში ღრმად ვართ დარწმუნებული, რადგან ჩვენი ბრძენი საზოგადოება, ჩვენი ქართველი ხალხი, 90-ინი წლებიდან დღემდე ძალიან ბევრ ჭირ-ვარამ გამოვლილი, მხოლოდ და მხოლოდ ერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს არის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის დასრულება უცხოეთიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებულ მოთხოვნებსა და პრეტენზიებს შეცვლის.

„როდესაც საუბრობენ ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობების შეჩერებაზე, არანაირ შეჩერებაზე არ არის საუბარი. ჩვენ გვაქვს 9-პუნქტიანი გეგმა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი გახლავთ არჩევნები და არჩევნების შემდეგ ვისაუბრებთ იმ თემაზე, როგორ შეასრულა ქართულმა მხარემ ეს 9 პირობა. არც ერთი შესაბამისი საფუძველი ჩვენს პარტნიორებს არც ამერიკაში და არც ევროპაში არ ექნებათ, რომ უსაფუძვლოდ გააკრიტიკონ ქართული მხარე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ