დღეს საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყო. „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ულოცავს, ის ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში დისშვილთან თედო კუხალეიშვილთან ერთად მივიდა.
„ტრადიციულად დღეს ჩემს დისშვილთან თედოსთან ერთად მივედით სკოლაში. ამ ერთგვარ ტრადიციას ჩვენი დიდი ოჯახი უკვე მეექვსე წელია ატარებს. მინდა ზუგდიდიდან სწავლის დაწყება მივულოცო თითოეულ მოსწავლეს, თითოეულ მასწავლებელს, რომელთა შრომაზე ჩვენი თაობების მომავალია დამოკიდებული, მათი ამაგი მართლაც დაუფასებელია. განსაკუთრებულად ემოციურია ეს დღე პირველკლასელებისთვის და მათი მშობლებისთვის. წელს ზუგდიდში პირველ კლასში 1300-მდე მოსწავლე წავიდა – კარგი განათლების მიღებას, წარმატებებს, მშვიდობიან და კეთილდღეობით სავსე ქვეყანაში ცხოვრებას ვუსურვებ თითოეულს!“ – განაცხადა დავით კოდუამ.