სოსო არჩვაძე: ეკონომიურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 13.2 ათასით გაიზარდა, რაც ადასტურებს შრომის ბაზარზე ვითარების ერთმნიშვნელოვან გაუმჯობესებას, სამუშაოს შოვნის ალბათობის ზრდას და შრომითი შემოსავლებით შინამეურნეობათა კეთილდღეობის არსებით გაუმჯობესებას
„საქართველოს ეკონომიკაში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 2024 წლის მეორე კვარტალში ორიათასიან ზღვარს გადააჭარბა და 2004.9 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ხელფასის წლიური მატების ტემპი (+11.1%), სულ ცოტა, 5.8-ჯერ აღემატება იმავე პერიოდში ინფლაციის საშუალო ტემპს (+1.9%). აღნიშნულმა ვითარებამ რეალური ხელფასის მატება მაქსიმალურად მიუახლოვა საშუალო ხელფასის ნომინალური ზრდის მაჩვენებელს. კერძოდ, 2004 წლის მეორე კვარტალში საშუალო ხელფასის მატების ყოველ 100 ლარზე მისმა რეალურმა მატებამ 91.5 ლარი შეადგინა“, – წერს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.
მისივე თქმით, განსაკუთრებით პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რომ ხელფასის ფონდის მატების უდიდესი ნაწილი – 84% დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მატებაზე მოდის, მაშინ როდესაც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის მატების ხარჯზე – მხოლოდ 16.0 პროცენტი.
„საქართველოს ეკონომიკაში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 2024 წლის მეორე კვარტალში ორიათასიან ზღვარს გადააჭარბა და 2004.9 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ხელფასის წლიური მატების ტემპი (+11.1%), სულ ცოტა, 5.8-ჯერ აღემატება იმავე პერიოდში ინფლაციის საშუალო ტემპს (+1.9%). აღნიშნულმა ვითარებამ რეალური ხელფასის მატება მაქსიმალურად მიუახლოვა საშუალო ხელფასის ნომინალური ზრდის მაჩვენებელს. კერძოდ, 2004 წლის მეორე კვარტალში საშუალო ხელფასის მატების ყოველ 100 ლარზე მისმა რეალურმა მატებამ 91.5 ლარი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში ადგილი ჰქონდა ორი პოზიტიური პროცესის თანხვედრას: საშუალო ხელფასის 11.1-პროცენტიანი მატება მიმდინარეობდა დაქირავებით დასაქმებულთა აბსოლუტური რაოდენობის ზრდის (+19.1 ათასი კაცი, ანუ +2.1%) პარალელურად. შესაბამისად, ამ ორი ფაქტორის თანხვედრის კუმულატიურმა პოზიტიურმა ეფექტმა, ერთ თვეზე გადაანგარიშებით, 222.0 მლნ ლარი შეადგინა. – სხვაგვარად რომ ვთქვათ, 2024 წლის მეორე კვარტალში რომ შენარჩუნებულიყო წინა წლის შესაბამისი კვარტლის დასაქმების დონე და საშუალო ხელფასი, დაქირავებით დასაქმებულთა მხოლოდ ერთი თვის ხელფასის ფონდი 222.0 მლნ. ლარით ნაკლები იქნებოდა.
განსაკუთრებით პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რომ ხელფასის ფონდის მატების უდიდესი ნაწილი – 84 პროცენტი – დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მატებაზე მოდის, მაშინ როდესაც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის მატების ხარჯზე – მხოლოდ 16.0 პროცენტი.
აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში ასევე გაიზარდა ეკონომიურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 13.2 ათასით (+0.8%), რაც ადასტურებს ქვეყანაში შრომით ურთიერთობებში, შრომის ბაზარზე ვითარების ერთმნიშვნელოვან და ცალსახა გაუმჯობესებას, სამუშაოს შოვნის ალბათობის ზრდას, შრომითი შემოსავლებით შინამეურნეობათა კეთილდღეობის არსებით გაუმჯობესებას და შესაბამისად, ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისათვის ეკონომიკური პირობების პოზიტიური ტრენდის გაძლიერებას“, – წერს სოსო არჩვაძე.