შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და დიდი ბრიტანეთის ახალდანიშნულმა ელჩმა გარეტ უორდმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
გარეტ უორდმა დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდაჭერა.
პარლამენტის თავმჯდომარემ და ბრიტანეთის ელჩმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი, აგრეთვე, საქართველოში მიმდინარე პროცესები, მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და მომავლის გეგმები.
შალვა პაპუაშვილმა გარეტ უორდს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მხარეებმა გამოთქვეს მჭიდროდ თანამშრომლობის სურვილი.