კასპის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსწავლეებს 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს ეწვივნენ და ახალი 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.