ნინო წილოსანი როთზე: ჩვენ სულელები გვიწოდა, მანამდე ჩვენი ეკლესია შეურაცხყო, ეს ადამიანები ძალიან თანმიმდევრულად ემსახურებიან ქართული ღირებულებების, სარწმუნოების და ჩვენი ტრადიციების ნგრევას
სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებები, ვიზიტები და ქართულ პოლიტიკაში ჩართულობა ნათლად აჩვენებს მის რეალურ ინტერესებს.
„ჩვენ სულელები გვიწოდა, მანამდე ჩვენი ეკლესია შეურაცხყო. ეს კიდევ კარგად გვაჩვენებს, რომ განსაკუთრებით აქტიური ადამიანები, ისინი, ვინც დიდად ინტერესდებიან ქართული პოლიტიკით, არ არიან გულწრფელები ამ თავის აქტიურობაში და კონკრეტული ინტერესების, დაფინანსებისა თუ ლობირების შედეგად მოდის ეს აქტიურობა. და მეორე – ეს ადამიანები ძალიან თანმიმდევრულად ემსახურებიან ქართული ღირებულებების, სარწმუნოებისა და ჩვენი ტრადიციების ნგრევას“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.