ირაკლი კირცხალია: თვითლუსტრაცია მოახდინა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და ასევე, მათთან აფილირებულმა „ენჯეოებმა“, როდესაც ოს და აფხაზ ხალხს პირდაპირ მწამებლები უწოდეს
„თვითლუსტრაცია მოახდინა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და ასევე, მათთან აფილირებულმა „ენჯეოებმა“, როდესაც ოს და აფხაზ ხალხს პირდაპირ მწამებლები უწოდეს”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, ყველა ვინც მონანიებისა და შერიგების იდეას უპირისპირდება, შეგნებულად ეწინააღმდეგება მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმა იყო ამ ყველაფრის, რომ თურმე რეალურად, რასაც ამდენი ხანია ვამხელთ, რეალურად მოწოდებულებია არიან არეულობაზე, რეალურად მოწოდებულები არიან ომზე“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.