„ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N10-16 კორპუსების მობინადრეებს შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N10-16 კორპუსების მობინადრეებს შეხვდა. პარტიის ცნობით, დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„გავიცანი მოსახლეობა, გავაცანით „ქართული ოცნების“ გეგმები, პრიორიტეტები და მიზნები. მოსახლეობას შევახსენეთ, რომ მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობა, რომ თითოეული ხმა გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის“, – განაცხადა ზუკა რურუამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე და ვაკის მაჟორიტარი ნოდარ ტურძელაძე.

ასევე იხილეთ