“ვფიქრობ, აშკარაა, რომ არსებობს ერთი „დიფ სტეიტ“ პარტია – ჩეინის, ჰარისის, ბაიდენის და ვიქტორია ნულანდის, რომელიც ახლა კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩემი კოლეგაა”, – ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომისტმა ჯეფრი საქსმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ვიქტორია ნულანდი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის ყველა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, „დიფ სტეიტის“ ერთგვარი სახეა.
პროფესორის განმარტებით, ნულანდი როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი პრეზიდენტების ადმინისტრაციაში იყო, რაც სავსებით ლოგიკურია.
„ნულანდი ამ ყველაფრის ერთგვარი სახეა, ვინაიდან, ის ყველა ადმინისტრაციაში იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში. ის იყო კლინტონის ადმინისტრაციაში, სადაც ანადგურებდა ჩვენს პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით 1990-იან წლებში. ის იყო უმცროსი ბუშის ადმინისტრაციაში, ჩეინისთან ერთად, სადაც ანგრევდა ჩვენს პოლიტიკას ნატოს გაფართოების კუთხით. შემდეგ იყო ობამას ადმინისტრაციაში, თავდაპირველად ჰილარის სპიკერად, შემდეგ კი ორკესტრირებდა 2014 წლის თებერვლის გადატრიალებას უკრაინაში, რაც არ იყო კარგი სვლა, დაიწყო ომი. ბაიდენის ადმინისტრაციაში კი ნულანდი იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილე. ის იყო ჩეინის და ბაიდენს მრჩეველი, სავსებით ლოგიკურია. ასე რომ, ეს არის ის რეალობა, რომელთანაც საქმე გვაქვს – ეს არის ორივე პარტიის კოლოსალური არეულობა და კითხვა მდგომარეობს შემდეგში: ვიპოვით სხვა პარტიას?”, – განაცხადა ჯეფრი საქსმა.