გურამ მაჭარაშვილი: კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის, შეიძლება, ადამიანებიც დახოცო, სამუდამო პატიმრობაში გაუშვა და საქართველოს პარლამენტს ცეცხლი რომ წაუკიდო, პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადო, ამის დაცვისთვის პოლიციელი უნდა დაასანქცირო

“შეერთებულ შტატებში კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს თურმე შეიძლება ადამიანებიც დახოცო, მუდმივ პატიმრობაში გაუშვა და საქართველოს პარლამენტი შეჭრისგან რომ დაიცვას პოლიციელმა, ის უნდა დაასანქცირო”, –  განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

„პრემიერ კობახიძის სიტყვები ამერიკის დღევანდელი ელჩის მიმართ არის ქართველი ხალხისა და საქართველოს გამოძახილი ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის ყოვლად არასამართლიან, შეურაცხმყოფელ და თავხედურ გადაწყვეტილებაზე, როდესაც ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, რომ დაასანქცირონ ის ქართველი პოლიციელები, რომლებიც ქვეყანაში იცავენ მშვიდობას, მართლწესრიგს. მაშინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები გვაფასებენ, როგორც წარმატებულ ქვეყანას და თავად შეერთებულ შტატებში კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს თურმე შეიძლება ადამიანებიც დახოცო, მუდმივ პატიმრობაში გაუშვა ასობით ადამიანი იმ მოტივით, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმა არ შეიძლება და საქართველოს პარლამენტში ცეცხლი რომ წაუკიდო, ცოცხლად დაწვის მცდელობა რომ გქონდეს პოლიციელის, პარლამენტის კარები დაანგრიო, ცეცხლი წაუკიდო, ფანჯრები ჩაამტვრიო, ეს რომ დაიცვას პოლიციელმა ამისთვის უნდა დაასანქცირო. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად ვასალური დამოკიდებულება და თუ ასე გაგრძელდა, პრემიერის განცხადება იყო ქართველი ხალხის გამოძახილი, რომ ჩვენ მოგვიწევს გადავხედოთ ამ ურთიერთობებს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ