ირაკლი კირცხალია: თვითლუსტრაცია მოახდინა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, რომ ისინი არიან პირდაპირ მოწოდებულები და შეპყრობილნი ომის მანიით

x

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი კირცხალიას აზრით, ნათელი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მართლაც კოლექტიურად ომზე მოწადინებულ პარტიაა.

„ყველამ კარგად ვნახეთ, რომ ამოიღეს კონტექსტიდან ერთი სიტყვა და დაიწყეს ბინძური სპეკულაციები. საქმე არის ძალიან მარტივად – ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა არის სამშვიდობო პოლიტიკა. 2012 წლიდან დღემდე ხედავთ ამ პოლიტიკის შედეგად როგორი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს და სად არის ეკონომიკური მაჩვენებლებით ჩვენი ქვეყანა. ამას ყველა კარგად ხედავს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ქვეყნის გარეთაც, მსოფლიო ბანკით დაწყებული, ევროატლანტიკური საბჭოთი დამთავრებული. რაც შეეხება მშვიდობას, აქ არის ორი გზა და ამ უბინძურეს სპეკულაციასთან ერთად, ყველაზე მთავარი და სკანდალური რაც მოდა, ზუსტად ის, რაშიც ვამხელთ ამდენი წელია ამათ, თვითლუსტრაცია მოახდინა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, რომ ისინი არიან პირდაპირ მოწოდებულები და შეპყრობილნი ომის მანიით“, – აღნიშნა კირცხალიამ.

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, გორში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი, ასევე, ქვეყნის განვითარებაზე, ეროვნული ღირებულებების, რელიგიის დაცვაზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა ჩვენს ოს ძმებთან შერიგებისა მნიშვნელობასაც, რასაც რადიკალების გაღიზიანება მოჰყვა.

ასევე იხილეთ