“ეს არ არის თემა, რომელიც ერთჯერად პოლიტიკურ აქტივობად უნდა იქნას განხილული, ჩვენი საზოგადოება უნდა დავიცვათ”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ჯოზეფ ბორელის განცხადებას, რომელმაც საქართველოს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა.
გიორგი ვოლსკის თქმით, ლგბტ პროპაგანდა გააქტიურებულია და ამიტომ აუცილებელია მისგან საზოგადოების დაცვა.
„ტენდენცია, რომელიც ამ მხრივ მიმდინარეობს, განსაკუთრებით ბავშვების საყურადღებო პროპაგანდა, რომელიც ჩვეულებრივ ნორმად იქცა ზოგიერთ ქვეყანაში, ზოგიერთ სტრუქტურაში, რა საკვირველია მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოება უნდა დავიცვათ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, განცხადება ჯოზეფ ბორელმა გამოაქვეყნა, სადაც ის საქართველოს კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვა დემოკრატიას ძირს უთხრის.