გაეროს უმაღლესი კომისარი: ლიბანში აფეთქებების ტალღაზე პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ

JPG edited with https://ezgif.com/resize

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმაგანაცხადა, რომ ლიბანში აფეთქებების ტალღაზე პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

„ათასობით ადამიანის ერთდროულად სამიზნეში ამოღება, იქნება ეს მშვიდობიანი მოქალაქეები თუ შეიარაღებული ჯგუფების წევრები, იმის ცოდნის გარეშე, თუ ვინ ფლობდა სამიზნე მოწყობილობებს თავდასხმის დროს, არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“, – აღნიშნა ვოლკერ ტურკმა.

„ჰეზბოლა“ ისრაელს პეიჯერების კოორდინირებულ აფეთქებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც დაჯგუფების ათასზე მეტი წევრი დაშავდა. ბეირუთში, პეიჯერების აფეთქების შედეგად ირანის ელჩი მოჯთაბა ამანი დაშავდა.

„ჰეზბოლას“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პეიჯერების აფეთქება იყო უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული დარღვევაა, რომელიც ჯგუფმა განიცადა ისრაელთან ომის თითქმის ერთი წლის განმავლობაში.

ასევე იხილეთ