ალექსეი დმიტრაშკოვსკი: კურსკის ოლქში რუსეთის კონტრშეტევა შეჩერებულია
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის წარმომადგენელმა ალექსეი დმიტრაშკოვსკისთქმით, რუსეთის კონტრშეტევა კურსკის ოლქში შეჩერებულია.
მისი თქმით, რუსების შეტევას წარმატება არ მოჰყოლია და კურსკის ტერიტორიის ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.
„რუსეთის კონტრშეტევა შეჩერებულია და მას წარმატება არ მოჰყოლია“, – ამბობსდმიტრაშკოვსკი.
მისივე თქმით, რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის ანგარიშში იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, უცვლელი რჩება წინა დღესთან შედარებით.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კურსკის რეგიონში რუსული არმია შეტევით ოპერაციებს აგრძელებდა.