ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „easyJet“ 2025 წლიდან თბილისში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „easyJet“ 2025 წლიდან საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის – პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება.

პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 2025 წლის 31 მარტს შესრულდება, ხოლო 1 აპრილიდან  პირდაპირი ფრენები ლონდონისა და  მილანის მიმართულებით დაიწყება.

ბრიტანული მულტინაციონალური ლოუქოსთი „easyJet“ 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიის სათაო ოფისი ლონდონის ლუტონის აეროპორტში მდებარეობს.

ასევე იხილეთ