შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, რასაც ჩვენ ახლა მოველით არის, რომ ევროკავშირმა გადმოგვცეს დავით კეზერაშვილი, რათა მან ქართული ჯარის ძარცვისთვის მისჯილი სასჯელი მოიხადოს ქართულ ციხეში

“უკვე უტყუარად მტკიცდება, რომ დავით კეზერაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ყალბი ქოლ-ცენტრების უკან დგას, ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს”, – ასე ეხმარება შალვა პაპუაშვილი ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების ახალ დეტალებს. პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის მიერ კეზერაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის მოლოდინზე საუბრობს.

„ამ მხილებებთან ერთად კიდევ უფრო იზრდება ჩვენი გაოცება, რომ ეს ადამიანი ამ მოპარული ფულით აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას და საკუთარი აღიარებით, ზოგიერთ „ენჯეოს“, თავს აფარებს ევროკავშირს, თბილად არის იქ მოწყობილი და ეძლევა საშუალება, რომ არიოს სიტუაცია საქართველოში. გასაკვირია და არანაირ ევროპულ ღირებულებებში არ ჯდება, რომ ოლიგარქები თავს აფარებდნენ ევროპის ტერიტორიას და დაკავებულები იყვნენ კრიმინალური საქმიანობით. ამიტომ, ერთადერთი, რასაც ჩვენ ახლა მოველით არის, რომ ევროკავშირმა გადმოგვცეს დავით კეზერაშვილი, რათა მან ქართული ჯარის ძარცვისთვის მისჯილი სასჯელი მოიხადოს ქართულ ციხეში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიება დავით კეზერაშვილის უახლოეს გარემოცვასთან მივიდა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა თაღლითური ქოლ-ცენტრების არაოფიციალურ მეწილეებსა და ფაქტობრივ მფლობელებზე: დავით თოდუასა და ელდარ ბინიაშვილზე. თოდუა BBC-ს სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებაშიც ფიგურირებდა, როგორც კიევის ერთ-ერთი უდიდესი ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელი და კეზერაშვილის პარტნიორი, ბინიაშვილი კი კეზერაშვილის ნათესავია.

ასევე იხილეთ