მაკა ბოჭორიშვილი: კრიმინალს არ აქვს არც საზღვარი, არც ეროვნება, არც სქესი და არც პოლიტიკური გემოვნება – მკვლელი მკვლელია და მას კანონი გასცემს მკაცრ პასუხს

x

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობის თაობაზე რადიკალური ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

„კრიმინალს არ აქვს არც საზღვარი, არც ეროვნება, არც სქესი და არც რელიგიური და კუთვნილება და არც პოლიტიკური გემოვნება. მკვლელი მკვლელია და მას კანონი გასცემს მკაცრ პასუხს.

ამდენი სიძულვილით გაჟღენთილი ვითომ სიძულვილის გმობა, პოლიტიკით გაჯერებული სამძიმარი, ლოგიკური აზროვნებისგან ძალიან დაშორებული დასკვნების ასე თავდაჯერებულად კეთება როგორ შეგიძლიათ? სხვისკენ თითგაშვერილები თავად ახდენთ ადამიანების სტიგმატიზებასაც და დისკრიმინაციასაც“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.

კესარია აბრამიძე თბილისში, დიდ დიღომში 18 სექტემბერს მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი მისი მეგობარმა მამაკაცია.

ასევე იხილეთ