„ცაჰალის“ გენერალური შტაბის უფროსმა ჩრდილოეთ ფრონტისთვის საბრძოლო გეგმები დაამტკიცა
ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ ჩრდილოეთ ფრონტისთვის საბრძოლო გეგმები დაამტკიცა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ოთხშაბათს ომის ახალი ეტაპის დაწყება გამოაცხადა, რომელიც ფოკუსირებული იქნება ჩრდილოეთ ფრონტზე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ.
„სიმძიმის ცენტრი ჩრდილოეთისკენ გადადის. ჩვენს ძალებს, რესურსებსა და ენერგიას ჩრდილოეთისკენ გადავამისამართებთ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.