რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია ვერასდროს იტანდა გმირებს და წარმატებულ ადამიანებს

„სინამდვილეში რადიკალური ოპოზიცია ვერასდროს იტანდა ვერც გმირებს და ვერც წარმატებულ ადამიანებს. ასე იყო მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ასე დარჩა მათი შეხედულება და ზნე, როდესაც ოპოზიციაში გადავიდნენ”, – განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

„რაც შეეხება ოკუპანტებს და სისხლის სამართლის დამნაშავეებს, ჩვენ მათ საერთაშორისო სასამართლოები მოვუგეთ და ყველგან ღირსეულად დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, მათ შორის დავიცავით იმ ადამიანების ინტერესი, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და არიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ესენი [„ნაციონალური მოძრაობა“] საქართველოს უჩიოდნენ რუსეთის სასარგებლოდ სტრასბურგის სასამართლოში. ვინც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არიან, წერდნენ ისეთ ცრუ ანგარიშებს, რომელსაც მერე რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ იყენებდა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ასევე იხილეთ