რატი იონათამიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: სფერო არ დატოვეს, რასაც არ შეეხნენ, სადაც თავისი მწამებლური ბუნება არ გამოავლინეს
„ეს ადამიანები [„ნაციონალური მოძრაობა“] არ განსხვავდებიან ოკუპანტებისგან და მწამებლებისგან, რადგან ამათაც ოკუპირებული ჰქონდათ ჩვენი ქვეყანა, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. ოკუპირებული ჰქონდათ ღირსება, თავისუფლება – სფერო არ დატოვეს, რასაც არ შეეხნენ, სადაც თავისი მწამებლური ბუნება არ გამოავლინეს”, – განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
„სწორედ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ლიდერობით იყო, რომ ჩვენ ეს ოკუპაცია დავამარცხეთ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ოკუპაციას ბოლომდე დავამარცხებთ და სწორედ ღირსებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით აფხაზ და ოს ხალხთან ერთად მოვიპოვებთ ევროკავშირის სტატუსს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.