გიორგი გაბუნია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებებზე: ვინც ამ ღონისძიებებზე მოდის, ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ამ ქვეყნისთვის მშვიდობა არის პრიორიტეტი

„10 რეგიონში ვიყავით და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბერ რეგიონში ჩავალ – ჩემი საქართველო იქ არის”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებებზე საუბრისას ტელეწამყვანმა, გიორგი გაბუნიამ.

„გადიხარ, გრძნობ სითბოს, ქვეყნის სიყვარულს და იმას, რომ ყველას უნდა მშვიდობა. ვინც ამ ღონისძიებებზე მოდის, ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ მშვიდობა არის პრიორიტეტი ამ ქვეყნისთვის, ასევე ღირსება, რადგან ქართველებს ღირსების გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია და კეთილდღეობა, რადგან ყველა ადამიანს გვქონდეს მოლხენის შესაძლებლობა“, – აღნიშნა ტელეწამყვანმა.

მისი თქმით, ახლა ისეთი გადამწყვეტი პერიოდია, რომ ყველა ადამიანმა საკუთარი აზრი უნდა დააფიქსიროს.

„მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ ვინმეს საწინააღმდეგო აზრი მოვისმინო, მაგრამ რეალურად არგუმენტებით არავინ გესაუბრება. არგუმენტირებულად ვერავინ გიხსნის, შენ რატომ დგახარ ცუდ მხარეს“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

ასევე იხილეთ