„საქსტატი“: აგვისტოში იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 0.5%-იანი კლება
2024 წლის აგვისტოში იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 0.5-პროცენტიანი კლება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე 20.4 პროცენტით შემცირდა.
„დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 3.2-პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე – ფასების 48.1-პროცენტიანი შემცირება. რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 11.0-პროცენტიანი კლება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.