თეა წულუკიანი: ვისმენთ სხვადასხვა ტიპის აგრესიულ, ზიზღით სავსე განცხადებებს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეებისადმი, ოპოზიციონერებს ჰგონიათ, რომ ცხინვალსა და სოხუმში მათ გამონათქვამებს არავინ უსმენს
ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ტიპის აგრესიულ, ზიზღით სავსე განცხადებებს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეებისადმი. ამ ოპოზიციონერებს ჰგონიათ, რომ არც ცხინვალში და არც სოხუმში მათ გამონათქვამებს არავინ უსმენს, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ოპოზიციას ჩვენი ქვეყნის გაერთიანება არ აწყობს.
„ჩვენ სამწუხაროდ, ერთმანეთს დავუპირისპირდით წარსულში და ერთად ვეძიოთ თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისა და ერთმანეთთან შეხვედრის სწორი ფორმები. ოპოზიციას ეს არ აწყობს, არ მოსწონს და ამიტომ არის მტრულად განწყობილი საკუთარი ქვეყნისადმი და ამ ქვეყანაში სოხუმი, ცხინვალი და იქ მცხოვრები ადამიანებიც მოიაზრებიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
„კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა“, – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე რამდენიმე დღის წინ გორში მის მიერ შერიგებისა და ურთიერთპატიების შესახებ გაკეთებულ განცხადებას. ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ომის, ნგრევის და ეთნიკური შუღლის გაღვივების გარდა, სხვა მიზანი არ აქვს.