პოლიტიკა მაკა ბოჭორიშვილი: წარმოუდგენელია, ოჯახური ფასეულობების დაცვა რატომ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვას? პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში დისკრიმინაციული არაფერია

წარმოუდგენელია, ოჯახური ფასეულობების დაცვა რატომ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვას? პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში დისკრიმინაციული არაფერია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

„წარმოუდგენელია, ოჯახური ფასეულობების დაცვა რატომ მოდის წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებების დაცვასთან? პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში არაფერი დისკრიმინაციული არ არის და წინააღმდეგობაში არ მოდის ანტიდისკრიმინაციულ კანონთან. რაც მთავარია, ეს კანონი წინააღმდეგობაში არ მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც ქვეყანაში იყო, არის და დარჩება ადამიანის უფლებების დაცვის მთავარ გარანტად“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ