გვარდიოლა: ფოდენი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ კლუბის ნახევარმცველ ფილ ფოდენის დაბრუნებაზე ისაუბრა.
„მან 45 წუთი ითამაშა კვირის შუა პერიოდში, გასულ სეზონში კი საუკეთესო მოთამაშე იყო. ახლა ის დასაბრუნებლად იბრძვის. ფოდენიერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. თქვენ შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორ მიხარია მისი დაბრუნება“, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს კლუბის პრეს-სამსახური.
ფოდენი არ იყო ინგლისის ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩის განაცხადში „იფსვიჩ თაუნთან“, ასევე გამოტოვა მე-3 ტურის შეხვედრაც. ხანმოკლე პაუზის შემდეგ, ფილ ფოდენი დაბრუნდა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში „ინტერთან“, რომელიც 18 სექტემბერს ჩატარდა და 0:0 დასრულდა.