ვლადიმერ გუცაევი: სანიოლი საუკეთესოებს ათამაშებს, გუნდში კარგ ატმოსფეროს კი სამართლიანი მიდგომა ქმნის
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანმა, ლეგენდარულმა დინამოელმა ვლადიმერ გუცაევმა საქართველოს ნაკრებში არსებულ ატმოსფეროზე ისაუბრა.
„საქართველოს ნაკრებში ახლა ვერავინ იტყვის რეზერვის მოთამაშეებიდან, რომ ვინმე იჩაგრება. სანიოლის დანიშვნის შემდეგ გუნდში თამაშობენ ის ფეხბურთელები, ვინც დღეისათვის მართლა ყველაზე ძლიერები არიან.
ნებისმიერ გუნდში კარგ ატმოსფეროს სამართლიანი მიდგომა ქმნის. როცა ხედავ, რომ სათადარიგოებში ხარ, მაგრამ კონკურენტი გჯობნის, ხვდები, რომ (მწვრთნელი) მართალია.
ბუდუ ზივზივაძე ძალიან მაგარი ფეხბურთელია – ძალიან მიყვარს როგორც პიროვნება და როგორც მოთამაშე. თუმცა, სანიოლი მიქაუტაძეს ენდო, რომელიც კონკრეტულ მომენტში გუნდისთვის უფრო სასურველი იყო. ბუდუ კი მოედანზე ხუთი წუთითაც რომ შეუშვა, მაინც სულს და გულს დებს“, – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.