ბიძინა გიორგობიანი მაკ-კეინის ინსტიტუტის რეკომენდაციებზე: არავითარი სივრცე არ რჩება სპეკულაციებისათვის, რომ საქართველოში პროგნოზირებული, ვაშინგტონიდან მართული რევოლუციური გაგრძელება, თითქოს „შეთქმულების თეორიაა“

„ქართული რევოლუციების  ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკ-კეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა არჩევნებისწინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა“, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ბიძინა გიორგობიანი, სოციალურ ქსელში.

იგი ეხმიანება მაკ-კეინის ინსტიტუტის მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებულ შეფასებას, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის სანქციების დაწესებასა და რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი.

გიორგობიანის განცხადებით, უკვე ყოველგვარი ეჭვი გაიფანტა არჩევნების შემდგომი მოვლენების განვითარების თანმიმდევრობის შესახებ და ნათელი გახდა, რომ ვაშინგტონიდან მართული რევოლუციური სცენარი კვლავ ძალაშია.

„ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკ-კეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა.

NDI საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის ლ. თორნტონის განცხადებამ 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ, ყოველგვარი ეჭვი გაფანტა არჩევნების შემდგომი სცენარის თანმიმდევრობის შესახებ. არავითარი სივრცე არ რჩება სპეკულაციებისათვის, რომ საქართველოში პროგნოზირებული, ვაშინგტონიდან მართული რევოლუციური გაგრძელება, თითქოს უსაფუძვლო და  „შეთქმულების თეორიაა“.

ამავე განცხადებიდან კარგად ჩანს, თუ  როგორ დაუფარავად იყენებენ გლობალური ჰეგემონიის ცენტრები, მარიონეტებად ქცეულ EU ინსტიტუტებს, საკუთარ დამსჯელ იარაღად.

„ევროკავშირმა უნდა განიხილოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის შეჩერება მანამ, სანამ რეფორმები კანდიდატობის მოთხოვნების შესაბამისად არ გატარდება.

კონგრესმა უნდა მიიღოს საქართველოს შესახებ კანონმდებლობა, თუ „ქართული ოცნება“ არ გააუქმებს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ და გააგრძელებს ადამიანის უფლებათა საწინააღმდეგო კანონმდებლობის მიღებას (როგორიცაა LGBTQ შეზღუდვები).”

ასეთია მაკკეინის ინსტიტუტის  რეკომენდაციები. სადაც კიდევ ბევრ საინტერესოს ვკითხულობთ, არჩევნების შემდგომ მიტინგებზე, მათ დასახმარებლად გამოსაგზავნ ორპარტიული კონგრესის დელეგაციაზე და ა.შ.

კიევის მეიდანზე, ვიქტორია ნულანდის ღვეზელების დარიგების სცენარები ისევ ძალაშია.

ასევე ძალაშია ჩვენი ნება-სურვილი არ დავუშვათ საქართველოს გადაქცევა გადამწვარ ტერიტორიად და არ დავუთმოთ იგი გლობალური ჰეგემონიის ბოროტ ძალებს საკუთარ პლაცდარმად კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში“, – წერს ბიძინა გიორგობიანი.

ასევე იხილეთ