მარიამ ქვრივიშვილი: „British Airways“, ისევე, როგორც „EasyJet“, გლობალური საერთაშორისო ბრენდებია – ის, რომ ასეთი ძლიერი ავიაკომპანიები ირჩევენ საქართველოს, არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი წარმატება და ამავდროულად, ძალიან დიდი აღიარება

„პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ ის, რომ ორივე ავიაკომპანია – „British Airways“, ისევე, როგორც „EasyJet“, არის გლობალური საერთაშორისო ბრენდი და ის, რომ ასეთი ძლიერი ცნობადი ავიაკომპანიები ირჩევენ საქართველოს როგორც მათ ახალ მიმართულებას, ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი წარმატება და ამავდროულად, ვიტყოდი, რომ ძალიან დიდი აღიარება საერთაშორისო საავიაციო და გლობალური ტურიზმის ინდუსტრიაში”, – განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ ხელმისაწვდომი იყოს საქართველოდან მოგზაურობაც, ისევე, როგორც საქართველოში მოგზაურობა, რაც დადებითად ისახება საბოლოო ჯამში ტურისტული ნაკადების შემოდინებაზე.

„მეორე მხრივ, რას ვიღებთ ჩვენ, როგორც ქვეყანა. პირველ რიგში, ჩვენ ვიღებთ ახალ სამიზნე ქვეყანას, ამ შემთხვევაში დიდ ბრიტანეთს, სადაც ჩვენ გვექნება კვირაში ჯამში 6 სიხშირით პირდაპირი ფრენა. ფაქტობრივად, ყოველდღე ჩვენ გვექნება პირდაპირი ფრენა დიდ ბრიტანეთთან. მეორე მხრივ, „EasyJet“, აქვე განვმარტავ, რომ შემოდის სამი მიმართულებით. მომდევნო წლიდან სამ მიმართულებას, ეს არის ლონდონი, ჟენევა, ისევე, როგორც მილანი, ხსნის პირდაპირ ფრენებს თბილისის მიმართულებით. ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ დაფარვას ჩვენს სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის ცნობადობა. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ცხადია განვაგრძობთ და კიდევ უფრო მეტად გავააქტიურებთ ჩვენ მარკეტინგულ კამპანიებს ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად. ამავდროულად, ეს სწორედ აბალანსებს და სწორი დემონსტრირებაა, მათ შორის, ჩვენი პოლიტიკისაც, რომ ერთი მხრივ, შემოგვყავს ძალიან მაღალი კატეგორიის ავიაკომპანია „British Airways“, რომელიც უზრუნველყოფს მსყიდველუნარიანი ტურისტების შემოყვანას ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ასევე შემოვიყვანეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის საქართველოში და საქართველოდან მოგზაურობას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც ხელისუფლება, მუდმივად ვზრუნავთ იმაზე, რომ ხელმისაწვდომი იყოს საქართველოდან მოგზაურობაც, ისევე, როგორც საქართველოში მოგზაურობა, რაც დადებითად ისახება საბოლოო ჯამში ტურისტული ნაკადების შემოდინებაზე.

მნიშვნელოვანია, რომ იზრდება დაფარვა. ჩვენს ქვეყანაში შეიძლება ითქვას, რომ დღეს 61-ზე მეტი საერთაშორისო ავიაკომპანია ოპერირებს 111-ზე მეტი პირდაპირი საჰაერო ხაზით, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი და სწორედ ეს არის განმაპირობებელი იმის, რომ ყოველთვე და ფაქტობრივად, კვარტალში ერთხელ ჩვენ ვხედავთ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს, გაზრდილ შემოსავლებს ტურიზმიდან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენთვის კიდევ უმთავრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს აისახება დადებითად ჩვენს მცირე და საშუალო მეწარმეებზე, რომლებიც პირდაპირ მასპინძლობენ ტურისტებს მათ საოჯახო სასტუმროებსა თუ რესტორნებში. რა თქმა უნდა, ტურისტების ზრდა მათ ეკონომიკურ კეთილდღეობაზეც ისახება“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ასევე იხილეთ