პრემიერ-მინისტრი ლეგენდების მატჩს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ნაკრებისა და „მილანის” ლეგენდების მატჩს დაესწრო.
თამაში, რომელიც თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა, პენალტების სერიაში „მილანის” გამარჯვებით დასრულდა.
სტადიონზე პარალიმპიელებმა გულშემატკივრებს 2024 წლის პარიზის პარალიმპიადაზე მოპოვებული მედლები წარუდგინეს.
ლეგენდების მატჩი საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა.