ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი მიიღებს ყველა საჭირო ზომას უსაფრთხოების აღსადგენად
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მიიღებს „ყველა საჭირო ზომას უსაფრთხოების აღსადგენად“ და მოსახლეობის უსაფრთხოდ დასაბრუნებლად საცხოვრებელ სახლებში ისრაელ-ლიბანის საზღვრის გასწვრივ.
სოციალურში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ნეთანიაჰუმ ისაუბრა „ჰეზბოლასთან“ კონფლიქტის გამწვავებაზე. მან აღნიშნა, რომ ირანის მხარდაჭერით მოქმედი დაჯგუფება ისრაელს სრულიად არაპროვოცირებულად დაესხა თავს, რამაც აიძულა 60 000 ისრაელელი, დაეტოვებინა საკუთარი სახლები ლიბანის საზღვრის გასწვრივ.
„ბოლო დღეებში ჩვენ მივაყენეთ „ჰეზბოლას“ ისეთი დარტყმების სერია, რომელიც მას არასოდეს წარმოედგინა. თუ „ჰეზბოლას“ ჯერ არ გაუგია ეს გზავნილი, გპირდებით, გაიგებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა ისრაელის მტკიცე გადაწყვეტილებას, უსაფრთხოდ დააბრუნოს ჩრდილოეთის მცხოვრებლები საკუთარ სახლებში.
„ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ჩვენი მოსახლეობა ჩრდილოეთში საკუთარ სახლებში. არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, აიტანოს თავდასხმები საკუთარ მოქალაქეებზე, თავდასხმები საკუთარ ქალაქებზე, და არც ჩვენ, ისრაელის სახელმწიფო არ ავიტანთ ამას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა უსაფრთხოების აღსადგენად“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.