ხათუნა ხოფერია: „ნაცმოძრაობის“ წევრები გასასამართლებელი ნამდვილად არიან. ამის ბევრი საფუძველია და მათ შორის, 2008 წლის ომი
„სამართლიანობის აღდგენა დაგვიანებული არასდროსაა”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ხათუნა ხოფერიამ.
მან „ნაცმოძრაობის“ სამართლებრივ პასუხისგების საკითხზე ისაუბრა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინიციატივას წარმოადგენს.
„არა მგონია, სამართლიანობის აღდგენას დაწესებული ვადები ჰქონდეს. თუ არსებობს სამართლის დარღვევა, ის უვადოა. ის არის ფაქტი და თუ ჩვენ შევძლებთ ამის გამოსწორებას, რა თქმა უნდა, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ეს იქნება ძალიან კარგი გაკეთებული საქმე. ქართულ საზოგადოებაში ეს მოლოდინი ყოველთვის იყო და განცდა ამ უსამართლობის ძალიან დამთრგუნველი იყო. ისინი გასასამართლებელი ნამდვილად არიან. ამის ბევრი საფუძველია და მათ შორის, მიმაჩნია, ერთ-ერთია 2008 წლის ომი და ის ქმედებები, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი“, – აღნიშნა ხოფერიამ.
მან „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ „ეს საქმე დაიძვრება, როდესაც 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური უმრავლესობა დაფიქსირდება“.