ხათუნა ხოფერია: სანქციები არის პოლიტიკური შანტაჟი, მას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია
„ეს დაწესებული სანქციები არის პოლიტიკური შანტაჟი, მას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. სანქციების დაწესებით ის ქვეყნები ჩვენს სუვერენიტეტს ეხებიან”, – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ამ წერილს რომ წაიკითხავთ, იქ არის პირდაპირი მოწოდებები, როგორ უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უგულებელყოფა, როგორ უნდა მოხდეს ცესკოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა ეგზიტპოლების მეშვეობით.
ერთ-ერთი აქტიური პროექტი, რომელსაც ისინი ახორციელებენ, არის ადამიანების დაშინების პროექტი, რომ მათში გაჩნდეს იმედგაცრუება. ეს ყველაფერი არის სიცრუე, ჩვენ ვადგავართ სწორ გზაზე. გარდა იმ პოლიტიკოსებისა, რომელთა ლუსტრაციაც ხდება სწორედ ამ წერილების მიხედვით, უამრავი მეგობარი გვყავს, რომელიც გვერდში გვიდგას“, – აღნიშნა ხათუნა ხოფერიამ.