გიორგი კახიანი: სამწუხაროდ, გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც შეიძლება ევროკავშირს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და გაუქმება მოსთხოვონ – რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ მოხდება!
სამწუხაროდ, გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც შეიძლება ევროკავშირს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და გაუქმება მოსთხოვონ – რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ მოხდება! – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაჩერების საკითხი სხვადასხვა ოფისებში გამოგონილი თემაა და რეალურად ამაზე საუბარი არ არის.
„მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის და რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური ამბიცია დაკმაყოფილდეს, თურმე ამის გამო ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია უნდა შეეზღუდოს. არ მესმის, შენს ქვეყანასთან მიმართებაში მოღალატეობრივი დამოკიდებულება სხვა რა შეიძლება იყოს…
ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რა თქმა უნდა, არარეალისტურია და დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ არ მოხდება. ამაზე საუბარი არც არის. ამას სხვადასხვა ოფისში იგონებენ”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.