მაკა ბოჭორიშვილი: გახარია „ნაცმოძრაობასთან“ ღიად შევა კოალიციაში, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი ფრონტი ჰქონდეთ

x

საბოლოო ჯამში, გახარია „ნაცმოძრაობასთან“ ღიად შევა კოალიციაში, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი ფრონტი ჰქონდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მიერ „ქართულ ქარტიაზე“ ხელის მოწერის შესახებ.

„ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ საქართველოს ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთიანი ფრონტი ჰქონდეს ერთიანი ქუდის ქვეშ. ტყუილია, რაც ბოლო წლებში ვიხილეთ – ვითომ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ და ვითომ ცალკე მოქმედი პოლიტიკური პარტიები. სინამდვილეში, არსებობს ერთი „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები და განაყოფები. ადრე თუ გვიან, ყველა იმ ადგილზე მივა, საიდანაც გამოვიდნენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ