ბაიდენი: ჩვენ ვმუშაობთ ვითარების განმუხტვაზე
თეთრი სახლის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა გაერთიანებული საამიროების ლიდერ მოჰამედ ბინ ზაიდთან შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი გუნდი ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაძაბულობის განმუხტვაზე მუშაობს.
„ჩემი გუნდი მუდმივ კონტაქტშია კოლეგებთან და ჩვენ ვმუშაობთ ვითარების განმუხტვაზე ისე, რომ ადამიანებს საშუალება მიეცეთ, უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლში“, – აცხადებს ბაიდენი.
ინფორმაციისთვის, ისრაელში აცხადებენ, რომ ლიბანში „ჰეზბოლას“ 300-ზე მეტ სამიზნეზე საჰაერო იერიში მიიტანეს.