დავით ბაქრაძე: პრემიერისა და გაეროს გენერალური მდივნის შეხვედრაზე ძალიან ხაზგასმით აღინიშნა ის ბრძნული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მთავრობას რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების თვალსაზრისით აქვს
გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრისა და გაეროს გენერალური მდივნის შეხვედრა შეაჯამა. დავით ბაქრაძემ განმარტა რა საკითხები განიხილეს ირაკლი კობახიძემ და ანტონიო გუტიერეშმა.
„გენერალურმა მდივანმა აღნიშნა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ძალიან ხაზგასმით აღინიშნა ის ბრძნული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მთავრობას რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების თვალსაზრისით აქვს და ამ მხრივ გაეროს სრული მხარდაჭერა გამოხატა პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს გენერალურმა მდივანმა. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ საქართველო გააგრძელებს იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ასე ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას“, – განაცხადა ბაქრაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს