ილია დარჩიაშვილი: მინდა მოვუწოდო ოპონენტებს, დაანებონ ქვეყნის დაზიანებას და იმ მავნებლურ ქმედებებს თავი, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ჩვენი ხალხის ინტერესებს

“მინდა მოვუწოდო ოპონენტებს, დაანებონ ქვეყნის დაზიანებას და იმ მავნებლურ ქმედებებს თავი, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ჩვენი ხალხის ინტერესებს”,  – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარისას.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.

„შეგახსენებთ ჩვენი ოპონენტების ძალიან თავგამოდებულ ძალისხმევას იმისთვის, რომ საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია, არ ყოფილიყო ევროკავშირის ასოცირებული წევრი, არ ჰქონოდა ის სარგებელი, რომელიც უშუალოდ განკუთვნილია ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ამას შევეჩვიეთ, სამწუხაროდ, ის ხალხი პირდაპირ, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ასხამს წყალს მათი გაწეული ძალისხმევა. ჩვენ აღარ გვჯერა, რომ ვინმე ამას უნებლიედ აკეთებს, ეს არის მიზანმიმართული, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯები. ამას ჩვენი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად აფასებს. მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიზანმიმართულად ებრძვის ჩვენს ქვეყანას, იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელიც არის ძალიან ღირებული თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის – ვერანაირად ვერ შეძლებენ ამის დაზიანებას. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი და განუზომლად დიდი ძალისხმევა გაწია იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო კანდიდატი ქვეყანა, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ემოგზაურათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და საქართველოს ჰქონოდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ჩვენ საქართველოს აუცილებლად გავხდით ევროკავშირის ღირსეულ, სრულფასოვან წევრად და ჩვენს ოპონენტებს ამ მიმართულებით არაფერი გამოუვათ. მინდა მოვუწოდო, რომ დაანებონ ქვეყნის დაზიანებას თავი, დაანებონ იმ მავნებლურ ქმედებებს თავი, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ჩვენი ხალხის ინტერესებს“, – აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

ასევე იხილეთ