შალვა პაპუაშვილი: ჩემი თხოვნა ყველა დელეგაციის მიმართ არის ის, რომ ვისწავლოთ იმ გაკვეთილისგან, რომელიც 2020 წელს მივიღეთ და დასკვნები გამოვიტანოთ არა აღქმებით, არამედ ფაქტებით გამოვიტანოთ

“გუშინ მქონდა ეუთოს მისიასთან და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა. მე ვუთხარი მათ, რომ წინასაარჩევნო კამპანია მეტ-ნაკლებად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, გავუზიარე ჩემი შეშფოთებები, მათ შორის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობა საარჩევნო კამპანიაში და ამაზე ვთხოვე ყურადღების გამახვილება ეუთოს დელეგაციას”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

“ჩემი თხოვნა ყველა დელეგაციის მიმართ არის ის, რომ ვისწავლოთ იმ გაკვეთილისგან, რომელიც 2020 წელს მივიღეთ და დასკვნები გამოვიტანოთ არა აღქმებით, არამედ ფაქტებით გამოვიტანოთ.

2020 წელს რამდენიმე თვე დაგვჭირდა იმისთვის, რომ დაგვემტკიცებინა ევროსაბჭოს რეზოლუციაში მოხვედრილი წინადადების მცდარობა, რომ უბნების 8%-ზე იყო ბიულეტენების მეტობა. სამწუხაროდ ამის შეცვლა შეუძლებელია, რადგან ეს წინადადება იმ რეზოლუციაში დარჩენილია.

მომავალში ეს გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ და ვიხელმძღვანელოთ არა აღქმებით, არამედ ფატებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ