მაკა ბოჭორიშვილი: უვიზო მიმოსვლა ახალი სამიზნეა, არ შეიძლება, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ მსხვერპლი პოლიტიკური ბრძოლის, რასაც პარტიები და „ენჯეოები“ ახორციელებენ

x

“არ შეიძლება, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ მსხვერპლი იმ პოლიტიკური ბრძოლის, რასაც პარტიები და „ენჯეოები“ ახორციელებენ”, – განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ახალი სამიზნეა, რომელიც მიზანში ამოიღეს და არაერთხელ გაჟღერდა ის, თუ რა მექანიზმები შეიძლება იყოს გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რომ ეს საკითხი არაერთხელ განიხილეს სხვადასხვა ფორმატში, თუმცა იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის შიგნით ინსტიტუტებში ასეთი მიმართულებით არ განვითარდება მათი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საქართველოს მოქალაქეებს ეხება და არ შეიძლება, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ მსხვერპლი იმ პოლიტიკური ბრძოლის, რასაც პარტიები და „ენჯეოები“ ახორციელებენ“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ