არჩილ გორდულაძე: ჩარევა ჩარევაა, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც სუვერენიტეტზე და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ, რომელი ქვეყნიდან იქნება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა
„ჩარევა ჩარევაა, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც სუვერენიტეტზე და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ, რომელი ქვეყნიდან იქნება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.
„ჩარევა ჩარევაა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან იქნება. პარლამენტის თავმჯდომარემ ცალსახად ახსენა რუსეთის ერთ-ერთი პირის განცხადებაც. სამწუხარო ისაა, რომ 90-ზე მეტია ისეთი განცხადებები, რომელიც დასავლეთიდან გვესმის, რაც პირდაპირ არის ხელშემწყობი სხვა პარტიების და ხელის შემშლელი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში. სწორედ ესაა ჩარევა. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც სუვერენიტეტზე და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ, რომელი ქვეყნიდან იქნება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა“, – აღნიშნა გორდულაძემ.