კასპში ტარიელ შარიფაშვილი გაიხსენეს
25 სექტემბერი ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღეა.
ტარიელ შარიფაშვილის მშობლიურ სოფელ ზემო ხანდაკში, მისი სახელობის სკვერში შეკრებილმა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა, თანამებრძოლებმა, ყოფილმა გვარდიელებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა და თანასოფლელებმა მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
დაღუპული გმირის საბრძოლო ეპიზოდები გაიხსენა თანამებრძოლმა, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში ლავრენტი ბაიდაურმა.
ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალებიდან 31 წელი გავიდა, ის 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას აფხაზეთში გმირულად დაიღუპა.
ღონისძიებაზე იმყოფებოდა ტარიელ შარიფაშვილის ქალიშვილი თამარ შარიფაშვილი და ახლობლები.