მიხეილ სარჯველაძე: შეუძლებელია, უბრალოდ, იზოლაციაში აღმოჩნდეს ქვეყანა – ეკონომიკური, დემოკრატიული თვალსაზრისით, უმუშევრობის დონით, სასამართლოს დამოუკიდებლობით, თუ ნებისმიერი საზომით, საქართველო ვითარდება და მიდის წინ
„მინდა, დავარწმუნო თითოეული ამომრჩეველი, რომ ჩვენს ეპოქაში, შეუძლებელია, უბრალოდ, იზოლაციაში აღმოჩნდეს ქვეყანა და ამის დასტურად რამდენიმე გარემოება შემიძლია, მოვიყვანო“,– აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ნებისმიერი ავტორიტეტული შეფასებების მიხედვით, რომლითაც ქვეყნის წარმატება იზომება, ეს იქნება ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით, უმუშევრობის დონით, სასამართლოს დამოუკიდებლობით, თუ ნებისმიერი საზომით, საქართველო ვითარდება და მიდის წინ.
„ეს კანონებიც რომ არ ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ, მიზეზს ვერ ნახავდნენ, რომ რაიმე ბრალდება წამოყენებული ყოფილიყო? აქ, რეალურად, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის რაღაც სხვა, რაღაც ისეთი მიზეზი, რომელზედაც ღიად, სამწუხაროდ, ვერ საუბრობენ, როგორც ჩანს, ეს მიზეზი უკავშირდება სწორედ ჩვენს არჩევანს. თუ ეს არის მიზეზი, რის გამოც, შეიძლება, გულშემატკივრობდეს ვინმე გარედან, რომ საქართველოში სხვა ხელისუფლება იყოს, რომელიც, შეიძლება, თავს აღიქვამდეს მცირე ზომის სახელმწიფოდ, ნაკლოვან სახელმწიფოდ, არასრულფასოვან სახელმწიფოდ, ეს, მე ვფიქრობ, მათი პრობლემაა, მაგრამ ღირსეული ქართველი ხალხისთვის, ეს, რასაკვირველია, რომ მიუღებელი იქნება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.