მარიამ მამისბედაშვილი: 26 ოქტომბერს უნდა ავირჩიოთ სტაბილურობა და ღირსეული მომავალი საქართველოსთვის
„ჩვენი ქვეყნისთვის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა”, – განაცხადა მომღერალმა მარიამ მამისბედაშვილმა წყალტუბოში, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს.
„უნდა მივიდეთ, დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და სწორი არჩევანი გავაკეთოთ. უნდა ავირჩიოთ სტაბილურობა და ღირსეული მომავალი საქართველოსთვის“, – აღნიშნა მომღერალმა.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები ჩოხატაურში, წყალტუბოსა და ხულოში მიმდინარეობს.