საქართველო-ალბანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 სექტემბრიდან დაიწყება
ერთა ლიგაზე საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების შეხვედრის ბილეთების გაყიდვა 28 სექტემბრიდან დაიწყება – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა 14 ოქტომბერს გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 28 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა საქართველოსა და ალბანეთის ეროვნულ გუნდებს შორის თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდმა ერთა ლიგის B დივიზიონში თამაში შესანიშნავად დაიწყო, შინ ჩეხეთი (4:1) დაამარცხა, გასვლაზე კი ალბანეთი (1:0) და 2 ტურის შემდეგ 6 ქულით პირველ ადგილზეა.