ანჯეი დუდა: რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა და მისმა გენერლებმა კარგად იციან, რომ ვინც პირველი გამოიყენებს ატომურ იარაღს, დაწყევლილი იქნება
„რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა და მისმა გენერლებმა კარგად იციან, რომ ვინც პირველი გამოიყენებს ატომურ იარაღს, დაწყევლილი იქნება”, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებში ახალი არაფერია. დუდა გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომელშიც იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით, თუ რაიმე მასიური თავდასხმა მოხდება რუსეთზე.
„თუ ამას მშვიდად და პანიკის გარეშე შევხედავთ, ცხადი უნდა იყოს: ის იმეორებს იმას, რაც მრავალი წელია, რუსეთის სამხედრო დოქტრინაშია აღბეჭდილი, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ბირთვული იარაღი, რაც მის განკარგულებაშია, რუსეთისთვის საფრთხის შემთხვევაში. მეორე მხრივ, ვლადიმერ პუტინმა, ისევე როგორც მისმა გენერლებმა, იციან, რომ ვინც პირველად გამოიყენებს ატომურ იარაღს, დაწყევლილი იქნება… ისინი არასოდეს გათავისუფლდებიან ამ პასუხისმგებლობისგან, თუ გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს. თუნდაც უმცირესი ხარისხით. არასოდეს. მსოფლიო ამას არასოდეს აპატიებს მათ”, – განაცხადა ანჯეი დუდამ.