ლევან მაჭავარიანი: არავინ დაუშვებს იმის საშუალებას, რომ ვინმემ ქვეყანა გარედან, ან შიგნიდან არიოს
„არავინ დაუშვებს, ვინმემ ქვეყანა გარედან, ან შიგნიდან არიოს”, – განაცხადა„ქრონიკასთან“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
„ოპოზიციის დღის წესრიგი აგებულია 26 ოქტომბრის არჩევნების საღამოდან არეულობის სცენარზე. ბევრი ინფორმაცია გამოდის და ეს ინფორმაციები მათივე პარტიის წევრებისგან გამოდის. მათივე პარტიის წევრებზეც აპირებენ თავდასხმას. თუმცა ყველა უნდა ვიყოთ მშვიდად, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა, მითუმეტეს, სამართალდამცავი უწყებები არიან მოწოდების სიმაღლეზე. არავინ დაუშვებს, ვინმემ ქვეყანა გარედან, ან შიგნიდან არიოს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.