ანრი ოხანაშვილი: რადიკალ ოპოზიციონერებს არ აქვთ განცდა სამშობლოსი და არ შესტკივათ გული ქვეყნის ხვალინდელ დღეზე

საზოგადოებამ მოისმინა ამერიკიდან პრემიერის გზავნილები, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მოისმინა გზავნილები ჩვენს აფხაზ და ოსს ძმებთან და დებთან დაკავშირებით, თუმცა ეს გზავნილები ბევრს არ მოეწონა და როგორც ჩანს, რადიკალებისთვის მშვიდობას აქვს ალტერნატივა და ეს მათთვის არის ომი”, – განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

„რაც შეეხება მოწვევის გაუქმებას, ეს გადაწყვეტილება ერთი მხრივ არის პრიმიტიული და მეორე მხრივ- არასერიოზული, მითუმეტეს იმ „ახსნის“ შემდგომ, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ ჯერ მიიწვიეს და შემდგომ (მათი გაგებით), ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე, თურმე, გაიგეს და ამის გამო არ მიიპატიჟეს. ასე მოექცე ოკუპაციის პირობებში მყოფი ქვეყნის პრემიერს, ეს ნიშნავს დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნისადმი და ეს წარმოაჩენს დამოკიდებულებას ჩვენი ხალხისადმი.

ამ ყველაფერში ყველაზე მძიმე არის ის, რომ რადიკალი ოპოზიციონერები, თითქოს თავს რომ იწონებენ სამშობლოს სიყვარულით, მათ შორის არც ერთი აღმოჩნდა, რომელიც გაბედავდა და იტყოდა, რომ ეს დამოკიდებულება არ შეეფერება ჩვენს ქვეყანას. სწორედ ამიტომ არიან ეს ხალხი უსამშობლოები, რომ მათ არ აქვთ განცდა სამშობლოსი და არ შესტკივათ გული ქვეყნის ხვალინდელ დღეზე“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

ასევე იხილეთ