31 წელი სოხუმის დაცემიდან
კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, ყოფილი ომის ვეტერანები და საზოგადოების წარმომადგენლები გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.
ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, სოხუმის დაცემით დასრულდა.
31 წელი გავიდა ამ მძიმე ბრძოლიდან, რომელმაც მრავალი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის არიან საქართველოს გვარდიის კასპის ბატალიონის მებრძოლები. ისინი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად.
მამა ალექსანდრემ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ომის ეპიზოდები გაიხსენა ვეტერანმა მებრძოლმა, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში, თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურმა.
პროცესიამ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერისკენ გადაინაცვლა, სადაც გვირგვინით შეამკეს საქართველოს დაუმარცხებელი გენერლის ბიუსტი.