პრემიერ-მინისტრი სიონის საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიონის საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო.
ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კათალიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.