ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, რადგან არჩევანი არ გვაქვს
გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი გაიმარჯვებს, რადგან „არჩევანი არ გვაქვს“.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის გამოყოფა გაეროსთვის მორალური ლაქაა. მან ასევე აღნიშნა, რომ გენერალურმა ასამბლეამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ისრაელის წინააღმდეგ 174 რეზოლუცია მიიღო.
„რა ფარისევლობაა. რა ორმაგი სტანდარტია. ნამდვილი ომის დამნაშავეები არიან ღაზაში, სირიაში, ირანსა და იემენში. ვინც მათთან ერთად დგას, საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს“, – ხაზგასმით აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
„მაგრამ ისრაელი გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, რადგან არჩევანი არ გვაქვს“, – დასძინა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.